განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება შეხვედრების ციკლი, საქართველოს მასშტაბით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომლის მიზანია სტუდენტებისათვის, ცენტრის საქმიანობის, მიღწევების, მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობა, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე.
პირველი შეხვედრა, ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა.
სტუდენტებს წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა, ცენტრის დირექტორის მოადგილეებმა კახაბერ ერაძემ და ლაშა მარგიშვილმა, ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ლაშა ზივზივაძემ, ასევე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა.
შეხვედრაზე, ცენტრის თანამშრომლებმა გამართეს თემატური პრეზენტაციები,რომელიც შეეხებოდა , სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის გაცნობას და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს.
შეხვედრამ ჩაირა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის დროსაც სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.