FAQ

დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

27 აპრილი 2022

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022  წლის  8 აპრილის  სხდომის  გადაწყვეტილებებით, 
 

 ა(ა)იპ ახალ პროფესიულ კოლეჯს გაუუქმდა ავტორიზაცია - გადაწყვეტილება 420759. 26/04/2022

 სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება - გადაწყვეტილება 420760. 26/04/2022

 სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება - გადაწყვეტილება 420778. 26/04/2022

სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება - გადაწყვეტილება 420779. 26/04/2022

 შპს ყოვლადწმინდა სამების სახელობის ქართული აკადემიას გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება - გადაწყვეტილება 420780. 26/04/2022

შპს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას გაუუქმდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება - გადაწყვეტილება 420781. 26/04/2022

 

 გადაწყვეტილებები ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე - მიმდინარე წლის 26 აპრილიდან.