განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, გრძელდება შეხვედრების ციკლი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომლის მიზანია სტუდენტებისათვის, ცენტრის საქმიანობის, მიღწევების, მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობა, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე.
მორიგი შეხვედრა, ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა.
სტუდენტებს წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეებმა კახაბერ ერაძემ და ლაშა მარგიშვილმა, ასევე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფუნიამ.
შეხვედრაზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა გამართეს თემატური პრეზენტაციები და სესიები ,რომელიც შეეხებოდა , სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის გაცნობას , სტუდენტების უფლებებს, ინტერნაციონალიზაციას და საერთაშორისო განათლებას, ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს.
შეხვედრამ ჩაირა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის დროსაც სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.