2022 წლის 5 აპრილს გაიმართა სათეატრო ხელოვნების, თეტრის რეჟისურის (დრამის, მუსიკალური თეატრის, პანტომიმის თეატრის, თოჯინების თეატრის) თეატრმცოდნეობის, სამსახიობო ხელოვნების, ქორეოგრაფიის და ქორეოლოგიის (ქორეოგრაფიის ისტორია და თეორია) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს 1-ლი სხდომა. საბჭომ იმსჯელა სათეატრო ხელოვნებისა და ქორეოგრაფიის მიმართულებით უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის შემუშავებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების შესახებ.