FAQ

შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესი დასრულდა

25 აგვისტო 2014

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესი დასრულდა.  ერთი უმაღლესიდან მეორეში გადასვლის მსურველი სტუდენტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე (www.students.eqe.ge) 1 აგვისტოდან 21 აგვისტოს 18:30 საათამდე რეგისტრირდებოდნენ.
 
მობილობაში მონაწილეობდა 58 დაწესებულება. სულ დარეგისტრირდა 5448 სტუდენტი. მობილობის უფლება მოიპოვა 4188 სტუდენტმა. წარმოდგენილი იყო 11251 ვაკანტური ადგილი, რომლიდანაც ვაკანტური დარჩა 7063.
 
შარშანდელ მობილობასთან შედარებით, წელს გამოცხადებული იყო 3926-ით მეტი ვაკანტური ადგილი, დარეგისტრირდა 292-ით მეტი სტუდენტი, ხოლო მობილობის უფლება 511-ით მეტმა სტუდენტმა მოიპოვა.
 
ცენტრი მობილობის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეახსენებს - დაუყოვნებლივ  მიმართონ მიმღებ უმაღლესს, რომ დროულად გაარკვიონ დოკუმენტების წარდგენისა და დაგროვილი კრედიტების აღიარების შედეგების ვადების თუ სხვა პროცედურების დეტალები.
 
მომდევნო, გაზაფხულის სემესტრის მობილობა 2015 წლის თებერვალში  გამოცხადდება.

შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესი დასრულდა