FAQ

პროფესიული განათლების დარგის ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერება

29 აპრილი 2022

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტთა კორპუსის წევრი" დარგის ექსპერტთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის  მიმდინარე წლის 28 აპრილს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ჩაატარა ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მეორე და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების სტანდარტების შეფასების პროცესში დარგის ექსპერტის როლსა და პასუხისმგებლობაზე.


ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ექსპერტთა მუშაობის შეფასების ანალიზის შედეგები და რეკომენდაციები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მეორე სტანდარტი, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლებამოსილების მინიჭების სტანდარტები.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 2022 წლის  განმავლობაში შესთავაზებს ექსპერტებს სხვადასხვა სახის აქტივობებს მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.
 

პროფესიული განათლების დარგის ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერება