მიმდინარე წლის 3 მაისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით, გაიმართა ტურიზმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ტურიზმის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, აკრედიტაციის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ტურიზმის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია წარადგინა საბჭოს თავმჯდომარემ, სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა - მაია აზმაიფარაშვილმა.