FAQ

მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია

5 მაისი 2022

მიმდინარე  წლის 5 მაისს  სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით,

დარგობრივი მახასიათებლის  ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის  მიზნით, გაიმართა მენეჯმენტის  უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია.  

 

დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია წარადგინა საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკის დოქტორმა, სსიპ - ქუთაისის  საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა, მენეჯმენტის სკოლისა და  მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელმა ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანმა.


 

 პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბიზნესისა და ადმინისტრირების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, აკრედიტაციის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები. 

მენეჯმენტის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პრეზენტაცია