უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 6 მაისი 2022

2022 წლის 13 მაისი, 14:00 საათი

 

დღის წესრიგი

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ფინანსების“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

2. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის „მუზეუმმცოდნეობის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

3. სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის „სამართლის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

4. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ისტორიის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის განხილვა;

5. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „პოლიტიკის მეცნიერების“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის განხილვა;

6. ა(ა)იპ „ჯიპა“ - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის „ეკონომიკის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის განხილვა;

 

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. სხდომის დაწყებამდე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ონლაინ ჩაერთოს საბჭოს სხდომას.


 
შენიშვნა:
 საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით".