მიმდინარე წლის 11 მაისს, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გაიმართა სათეატრო ხელოვნების, თეტრის რეჟისურის (დრამის, მუსიკალური თეატრის, პანტომიმის თეატრის, თოჯინების თეატრის) თეატრმცოდნეობის, სამსახიობო ხელოვნების, ქორეოგრაფიის და ქორეოლოგიის (ქორეოგრაფიის ისტორია და თეორია) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა სათეატრო ხელოვნებისა და ქორეოგრაფიის მიმართულებით უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტთან დაკავშირებით.