განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 13 მაისს, გაიმართა მედიახელოვნება/ციფრული მედიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მე-3 სხდომა.
საბჭოს წევრებმა იმსჯელეს მედიახელოვნება/ციფრული მედიის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შესახებ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, COVID-19 ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამუშაო შეხვედრებს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.