ცენტრი აგრძელებს შეხვედრების ციკლს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან

21 მაისი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს შეხვედრების ციკლს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან, რომლის მიზანია სტუდენტებისათვის, ცენტრის საქმიანობის, მიღწევების, მიმდინარე და სამომავლო პროექტების გაცნობა, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე.

მორიგი შეხვედრა, 20 მაისს, ონლაინ რეჟიმში, ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გაიმართა.

სტუდენტებს წარმატებული და ნაყოფიერი წელი უსურვეს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ლაშა მარგიშვილმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა.

შეხვედრაზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა გამართეს თემატური პრეზენტაციები და სესიები ,რომელიც შეეხებოდა , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის გაცნობას , სტუდენტების უფლებებს, ინტერნაციონალიზაციას და საერთაშორისო განათლებას, ასევე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს.

შეხვედრამ ჩაირა ინტერაქტიულ რეჟიმში, რომლის დროსაც სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე.

 

ცენტრი აგრძელებს შეხვედრების ციკლს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან