FAQ

ცენტრის თანამშრომლები , სასწავლო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებიან

24 მაისი 2022

22 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, ესტონეთში, ქალაქ ტალინში, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის (ESTDEV) ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილ სასწავლო ვიზიტში - „ესტონური განათლების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“ - მონაწილეობას იღებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები. 


ვიზიტის პირველ დღეს, შეხვედრა  გაიმართა  ესტონეთის განათლებისა და ახალგაზრდობის საბჭოში ( HERNO) , სადაც მონაწილეები გაეცნენ ესტონური განათლების სისტემის ინოვაციებს ზოგადი განათლების მიმართულებით  და სტუდენტების საერთაშორისო შეფასების სისტემას (PISA).  ასევე, მიიღეს ინფორმაცია თუ როგორ ხორციელდება  მასწავლებელთა ტრენინგები და ესტონეთის სასკოლო შეფასების სისტემა ეროვნულ დონეზე .  


სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  სახელით, ესტონეთის პროფესიული განათლების ექსპერტს კეიე პისკოპს გადაეცა მადლიერების სერტიფიკატი ,  ცენტრის განვითარებასა  და ინსტიტუციური გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც უკვე ოცი წელია აქტიურადაა  ჩართული საქართველოსა და ესტონეთის მინაწილეობით პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში.

ცენტრის თანამშრომლები , სასწავლო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებიან