FAQ

ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში

16 დეკემბერი 2011

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2011 წლის 17-18 დეკემბერს,  საჯარო სამართლის იურიდიული პირი პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯების დირექტორებისა და ხარისხის მენეჯერებისთვის  ბაზალეთის კომპლექსში მართავს ტრენინგს თემაზე: ”პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება.”
ტრენინგის მიზანია პროფესიული საგანმანთლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების წარმომადგენლებმა გაიღრმავონ ცოდნა, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწას, ახალი ხარისხიანი პროფესიული საგანამანთლებლო პროგრამების შემუშვებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრების მომზადებას.


საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები  გაეცნობიან  პროფესიულ სტანდარტზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მომზადების მეთოდოლოგიას და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით გაიღრმავებენ ცოდნას.

ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში