FAQ

ცენტრის თანამშრომლების სასწავლო ვიზიტით ესტონეთში გრძელდება

24 მაისი 2022

გრძელდება ესტონეთში, ქალაქ ტალინში, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის (ESTDEV) ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილი სასწავლო ვიზიტი - „ესტონური განათლების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“ , რომელშიც მონაწილეობას იღებენ განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

ვიზიტის მეორე დღეს , საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტრომ, სადაც მონაწილეები გაეცნენ ესტონეთის ზოგადი განათლების დაფინანსების მოდელს, სასკოლო ინფრასტრუქტურის რეგულაციებს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების გარე შეფასების მექანიზმებს და ესტონეთის განათლების საინფორმაციო სისტემას.

ვიზიტის მეორე დღე, ასევე დაეთმო ესტონეთის გამოგონებების საწარმოსა და მუზეუმის (PROTO) მონახულებას , სადაც საქართველოს წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და მუზეუმების თანამშრომლობის პრაქტიკის შესახებ სასწავლო პროგრამების განხორციელების პროცესში.

ცენტრის თანამშრომლების სასწავლო ვიზიტით ესტონეთში გრძელდება