« | მაისი 2025 | » | ||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
28 | 29 | 30 | 1 | 2 | 3 | 4 |
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | 1 |
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
გრძელდება ესტონეთში, ქალაქ ტალინში, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის (ESTDEV) ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილი სასწავლო ვიზიტი - „ესტონური განათლების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“ , რომელშიც მონაწილეობას იღებენ განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
ვიზიტის მესამე დღეს , საქართველოს დელეგაციას უმასპინძლა ესტონეთის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტომ ( EKKA) . ესტონელმა და ქართველმა კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი საქმიანობა და გამოცდილება. მათ შორის , ზოგადი , პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული გამოწვევები, განხორციელებული და განსახორციელბელი მნიშვნელოვანი პროექტები.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ, ზოგადისაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სისტემის ვალიდაციის პანელის ფარგლებში კოლეგებს გააცნო ავტორიზაციის ახალი სტანდარტების და პრიცედურების პროექტი, თვითშეფასების მხარდაჭერის პროგრამის ძირითადი ასპექტები და დაგეგმილი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლების განვითარების პროცესს.
ახალი სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომები ესტონელი ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა.
"ეს არის ის სფერო, რაშიც შეგვიძლია თქვენი გამოცდილება გავიზიაროთ, რისთვისაც აუცილებლად ვეწვევით საქართველოს" აღნიშნა ესტონეთის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს( EKKA) ხელმძღვანელმა.
სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სახელით, ცენტრის განვითარებასა და ინსტიტუციური გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მადლიერების სერტიფიკატები გადაეცათ - ესტონეთის უმაღლესი და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (EKKA) დირექტორს ჰელი მატისენს, სააგენტოს შეფასების დირექტორს მარგე კრუნმეის და სააგენტოს განვითარების დირექტორს კაია კუმპას-ლენკს.