გრძელდება ესტონეთში, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის (ESTDEV) ფინანსური მხარდაჭერით დაგეგმილი სასწავლო ვიზიტი - „ესტონური განათლების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“ , რომელშიც მონაწილეობას იღებენ განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
ვიზიტის მეოთხე დღეს, განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ ესტონეთის, ქალაქ რაკვერეს პროფესიულ სკოლას და გიმნაზიას. დაათვალიერეს არსებული ინფრასტრუქტურა და გაეცნენ სასწავლო პროცესს.