მიმდინარე წლის 30 მაისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა გამოყენებითი ხელოვნების/(ხელნაკეთობის) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა გამოყენებითი ხელოვნების/(ხელნაკეთობის) უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელთან დაკავშირებით.
შეხვედრა გაიმართა ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის საშუალებით.