FAQ

პროექტ PROFFORMANCE-ის კონფერენციის ბმული

6 ივნისი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში აგრძელებს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის მიზნებისა და პრინციპების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობას, განსაკუთრებით კი სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

 

 ამ მიზნით, ცენტრი გახდა PROFFORMANCE – „შეფასების ინსტრუმენტი და წახალისების სისტემები აკადემიური პერსონალის საქმიანობის განვითარებისთვის უმაღლეს განათლებაში“ პროექტის პარტნიორი საქართველოდან, რომელმაც ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა.


 პროექტის მიზანია, ევროპული უმაღლესი განათლების სივრცეში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერა სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, ეროვნულ და ინსტიტუციურ დონეებზე, შესაბამისი სტრატეგიების წახალისებით.


 გთხოვთ, სურვილის შემთხვევაში, შემოუერთდეთ კონფერენციას - Spotlight on Higher Education Teaching Performance, რომელიც გაიმართება 2022 წლის 16 ივნისს, ჰიბრიდულ ფორმატში. 
????????კონფერენცია წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის PROFFORMANCE -ის დასკვნით ღონისძიებას.


  რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://profformance.eu/en/news#invitation

პროექტ PROFFORMANCE-ის კონფერენციის ბმული