FAQ

სამუშაო შეხვედრები პროფესიული დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების რევიზიის მიზნით

13 ივნისი 2022

9-12 ივნისს, გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული სტანდარტული შეთანხმების წერილის საფუძვლზე , მიმდინარე პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ჩატარდა, რომლის მიზანი იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების რევიზია, მასში ევროპული ხარისხის ინდიკატიორების ინტეგრირება.

 

ცენტრის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ერაძის განცხადებით - „ 2020 წელს ძალაში შევიდა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი სისტემა. ორი წლის თავზე, მიღებული გამოცდილების ანალიზის საფუძველზე ხდება სტანდარტების და პროცედურების რევიზია, რაც ავტორიზაციის პროცესის სრულყოფის მიზნით ხორციელდება. გარდა ამისა, ევროპის განათლების ფონდის მხარდაჭერით ვახორციელებთ პროფესიული განათლების ხარისხის ევროპული ინდიკატორების დანერგვას, რაც სტანდარტებშიც უნდა ინტეგრირდეს. ასევე, იცვლება მიდგომა ხარისხის შიდა უზრუნველყიფის მექნიზმის- თვითშეფასების მიმართ და მიმდინარე წელს განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, კანონქვემდებარე აქტში ჩნდება მექნიზმები, რაც თვითშეფასების პროცესს დაწესებულების შიდა მენეჯმენტის ქმედით ინსტრუმენტად აქცევს“.

 

შეხვედრებზე ინდენტიფიცირდა საჭირო ცვლიებები, რაც დაინტერესებულ მხარეებთან ფართო განხილვის შემდეგ ოფიციალულად ინიცირდება.

 

სამუშაო შეხვედრებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამის, ექსპერტთა კორპუსის და კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სამუშაო შეხვედრები პროფესიული დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების რევიზიის მიზნით