FAQ

ტრენინგი

13 ივნისი 2022

გაცნობებთ, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური თვითშეფასების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში", ივლისის თვეში გეგმავს ტრენინგის ჩატარებას სახელწოდებით "უცხოეთში სწავლის პერიოდში ზოგადი განათლების აღიარების თავისებურებანი", რომელსაც წარუძღვება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნლი ცენტრის საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის უფროსი სალომე აბრამიშვილი.

 

ტრენინგის ძირითად მიზანს წარმოადგენს ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერება უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების მიმართულებით. ასევე, მათი როლის, შესრულებული სამუშაოსა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, ზემოაღნიშნული პროცედურის განხორციელების პროცესში.

 

დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე და დარეგისტრირდეთ ტრენინგზე.

 https://forms.office.com/pages/responsepage.aspx...

 

რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 13 ივნისს და გაგრძელდება 2022 წლის 24 ივნისის ჩათვლით.

 

ტრენინგის გამართვის თარიღს გაცნობებთ დამატებით.

ტრენინგი