მიმდინარე წლის 21 ივნისს, 16:00-ზე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება გამოყენებითი ხელოვნების/(ხელნაკეთობის) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭო იმსჯელებს გამოყენებითი ხელოვნების/(ხელნაკეთობის) უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელთან დაკავშირებით.
შეხვედრა გაიმართება პლატფორმა Zoom-ის საშუალებით.