განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის მარტისა და აპრილის თვეში, ონლაინ რეჟიმში გაიმართა სამუშაო შეხვედრები იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომლებსაც წარმოსადგენი აქვთ ჰუმანიტარული სფეროს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სააკრედიტაციო განაცხადები კლასტერში დაჯგუფებული სახით.
შეხვედრები გაიმართა 15-მდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, რომელსაც დაესწრო 200-ზე მეტი მონაწილე.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ძირითადი ცვლილებები, დაწესებულების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში დაჯგუფების ძირითადი მიდგომები, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის განახლებული სტანდარტების და პროცედურების პროექტები, ჰუმანიტარული სფეროში დამტკიცებული დარგობრივი მახასიათებლები, ასევე აკრედიტაციის თვითშეფასებისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმები.
ონლაინ შეხვედრები წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში მონაწილეებისთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ.