FAQ

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების პროექტის განხილვა

21 ივნისი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების პროექტის განხილვა უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან.


 შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი მსოფლიო ბანკის პროექტი I2Q-ს  და კერძო ბაღების ასოციაციის წარმომადგენლები.


 "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წელს უნდა შემუშავდეს ავტორიზაციის დროებითი წესი, რომელიც გარდამავალი პერიოდში, 2030 წლის 1 იანვრამდე, დაარეგულირებს დაწესებულების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ პროცედურულ და შინაარსობრივ საკითხებს. ავტორიზაციის სტანდარტების პროექტი აღნიშნული წესის ნაწილია.


 წარდგენილი დოკუმენტის,  უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან შეთანხმების შემდეგ განხორციელდება ავტორიზაციის სტანდარტების პროექტის საჯარო განხილვა დაინტერესებული პირების ფართო წრესთან.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების პროექტის განხილვა