FAQ

უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სამუშაო შეხვედრა

22 ივნისი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის მაისის თვეში, გაიმართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საბჭოს წევრებისათვის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით  ცენტრის მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობების გაცნობა. 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში  განხილულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, გაანალიზდა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტები და პროცედურები. ამასთან, განხილულ იქნა 2021 წელს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებსა და ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებებში დაფიქსირებული რეკომენდაციები, განხორციელებული შეფასებების ძირითადი ტენდენციები. სამუშაო შეხვედრაზე საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინტერნაციონალიზაციის კომპონენტის, ადამიანური რესურსებისა და აკადემიური პერსონალის აფილირების საკითხის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელების ირგვლივ. 


 

უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სამუშაო შეხვედრა