FAQ

სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრებთან

22 ივნისი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის მაისის თვეში, გაიმართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრებთან. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო აკრედიტაციის საბჭოს წევრებისათვის კლასტერული აკრედიტაციის პროცესის დაწყებისათვის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების, ასევე აკრედიტაციის სტანდარტებსა და პროცედურებში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა და ანალიზი. 

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, გაანალიზდა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები. სამუშაო შეხვედრაზე გაანალიზდა 2021 წელს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებსა და აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებებში დაფიქსირებული რეკომენდაციები, განხორციელებული შეფასებების ძირითადი ტენდენციები. სამუშაო შეხვედრაზე საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა - უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში ინტერნაციონალიზაციის კომპონენტის, ადამიანური რესურსებისა და აკადემიური პერსონალის აფილირების საკითხის, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განვითარების პროცესებში შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინების, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შეფასებების ირგვლივ.
 

სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრებთან