"ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან იწყება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის პრეზენტაციისა და მასში მუშაობის უნარების გასაძლიერებლად, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით, მორიგი შეხვედრა ბათუმში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ საქართველოში მოქმედი ბაგა-ბაღების გაერთიანების, ასევე ბათუმის საჯარო და კერძო ბაღების 43-მა წარმომადგენელმა.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლად რეგისტრაციის წესები, ასევე ის სავალდებულო ინფორმაცია, რომელიც უნდა აისახოს სისტემაში.
საინფორმაციო შეხვედრები რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით გრძელდება.