FAQ

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში

21 ივნისი 2022

"ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2022 წლის 1 ივლისიდან, იწყება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია - რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.


  რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის პრეზენტაციისა და მასში მუშაობის უნარების გასაძლიერებლად, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა, ასევე თბილისის საჯარო ბაღების  157-მა წარმომადგენელმა. 


 შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლად რეგისტრაციის წესები, ასევე ის სავალდებულო ინფორმაცია, რომელიც უნდა აისახოს სისტემაში. 


 საინფორმაციო შეხვედრები რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით  გრძელდება.


 დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ    2 200 220.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში