„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან იწყება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში.
რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებისთვის, რომლებიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებდნენ საქმიანობას აღნიშნული მიმართულებით.
დეტალური ინსტრუქცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე:
https://eqe.ge/ka/page/static/1009/datsesebulebebis-pirveladi-registracia