FAQ

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია იწყება !

30 ივნისი 2022

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან იწყება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში. 
 

რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებისთვის, რომლებიც 2022 წლის 1 ივლისამდე ახორციელებდნენ საქმიანობას  აღნიშნული მიმართულებით.
 

დეტალური ინსტრუქცია რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე:

 

https://eqe.ge/ka/page/static/1009/datsesebulebebis-pirveladi-registracia