მიმდინარე წლის 30 ივნისს ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გაიმართა კონფლიქტოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ იმსჯელა კონფლიქტოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შესახებ შემოსულ წინადადებებთან დაკავშირებით.