სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2011 წლის 17-18 დეკემბერს ბაზალეთის კომპლექსში განახორციელა ტრენინგი თემაზე: ”პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება.”ტრენინგს ესწრებოდნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯების დირექტორები და ხარისხის მენეჯერები.
ტრენინგზე სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებს გააცნეს პროფესიულ სტანადარტზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მომზადების მეთოდოლოგია.
განხორციელდა ტრენინგის მონაწილეების მიერ შემოთავაზებული საკითხების განხილვა პრაქტიკაში.