FAQ

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარებისა და კვალიფიკაციების ევროპულ ჩარჩოებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის“ პროექტის საინფორმაციო შეხვედრა

12 სექტემბერი 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარებისა და კვალიფიკაციების ევროპულ ჩარჩოებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის“ პროექტის მიმდინარეობისა და შემდგომი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ასევე, კვალიფიკაციების ჩარჩოსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის მოსაზრებების გაზიარება.
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მიმდინარე წლის ივნისიდან ახორციელებს „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარებისა და კვალიფიკაციების ევროპულ ჩარჩოებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის“ პროექტს. პროექტის მიზანია კვალიფიკაციების ევროპულ ჩარჩოსთან შესაბამისი ერთიანი ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს პროექტის შემუშავება, რაც საქართველოში ხელს შეუწყობს კურიკულუმის შემუშავებასა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფას, ასევე, ეროვნული კვალიფიკაციების გამჭვირვალობასა და აღიარებას ქვეყნის გარეთ.

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარებისა და კვალიფიკაციების ევროპულ ჩარჩოებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის“ პროექტის საინფორმაციო შეხვედრა