FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

4 ივლისი 2022

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის დანერგვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები და სწავლის სფეროების მიხედვით განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადების გადანაწილება 2022-2028 წლებზე.


ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი აკრედიტაციის ვადები 2022-2028 წლების განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ხელახალი აკრედიტაციის ვადები არ გავრცელდა იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებსაც 2022 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მინიჭებული ჰქონდათ პირობითი აკრედიტაცია ან აკრედიტაცია მინიჭებული ჰქონდათ ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ხარისხის უზრუნველყოფის ორგანიზაციის მიერ.


ბრძანება სწავლის სფეროების განაწილების თაობაზე  და ბრძანების დანართი სწავლის სფეროების მიხედვით 2022–2028 წლებში ხელახალი აკრედიტაციის გავლის ეტაპების შესახებ. 

ბრძანება პროგრამების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე 

2022-2028 წლებზე გადანაწილებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
 

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!