8 და 9 ივლისს, დაბა ბაკურიანში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა/სემინარი - " პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერება".
სემინარის მიზანი იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში დაგეგმილი ცვლილებების გაცნობა და მოსაზრებების გაზიარება.
სემინარს ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ცენტრის დაგეგმვის, კვლევის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლები.
სემინარი გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც დამსწრე პირებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ავტორიზაციის დებულებაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ , დაგეგმეს სამომავლო აქტივობები , რომლებიც პირდაპირ აისახება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის მექანიზმების განვითარებაზე.
ასევე, სემინარის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა ისაუბრეს გასული წლების საქმიანობისას გამოვლენილ გამოწვევებზე და დებულებაში შესატანი ცვლილებების მნიშვნელობაზე.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებაში შესატანი ცვლილებები განსახილველად წარედგინება ყველა დაინტერესებულ მხარეს.