მიმდინარე წლის 7 ივლისს ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გაიმართა კონფლიქტოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. საბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრის დირექტორისთვის კონფლიქტოლოგიის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის დასამტკიცებლად წარდგენის მიზნით, დადებითი რეკომენდაციის გაცემის თაობაზე.