FAQ

შპს დავით ტვილდიანის სახელობის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

13 ივლისი 2022

შპს დავით ტვილდიანის სახელობის საზოგადოებრივ საექთნო კოლეჯს (ს/კ 402022609) 2022 წლის 8 ივლისს გაუვიდა ავტორიზაციის ვადა,  აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2022 წლის  8 ივლისიდან  5 წლის ვადით შეუჩერდათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. აქვე გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს კოლეჯის განმეორებითი ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოება, რომლის შედეგები საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი.