FAQ

სამუშაო შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად

30 სექტემბერი 2014

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, ბორჯომში, სასტუმრო „ბორჯომი პალასში“ 26-28 სექტემბერს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებისა და სკოლის ბარათის პროექტების განხილვის მიზნით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხარისხის განვითარების ცენტრის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის და რესურსცენტრების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, განათლების ექსპერტები. შეხვედრის მონაწილეებმა დაამუშავეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებისა და სკოლის ბარათის მონაწილეთა მიერ გაზიარებული და შეჯერებული პროექტების ვერსიები, რომლებიც საკითხებთან დაკავშირებულ პირველ შეხვედრაზე, მიმდინარე წლის 22-24 ივნისს, სასტუმრო „როიალ ბატონში“ შეხვედრისას შეიმუშავეს.
 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კვლავაც გააგრძელებს სკოლის ხარისხის მართვის ახალი სისტემის შემუშავებასა და დანერგვაზე მუშაობას დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით. მომდევნო ეტაპზე სტანდარტების სამუშაო ვერსიების გამართვა და ფართო განხილვების მოწყობა იგეგმება.

სამუშაო შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად