FAQ

თბილისში "პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი’’ გაიმართა

14 ივლისი 2022

ფორუმზე მოწვეული იყვნენ კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო და სასერტიფიკატო პროგრამების სხვადასხვა მიმართულების კურსდამთავრებულები და კომპანიები.

ფურუმის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სააგენტოების წარმომადგენლები.

"ფორუმში სტუდენტთა და დამსაქმებელთა ამ მასშტაბის ჩართულობა პროფესიულ განათლებაში მიმდინარე დინამიური განვითარებისა და ხარისხზე ორიენტირებულობის შედეგია. გვიხარია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება არა მხოლოდ კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გადაცემით, არამედ ბევრ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების გაფორმებით სრულდება" - განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ კახაბერ ერაძემ. 

ფორუმი საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

თბილისში "პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი’’ გაიმართა