FAQ

შპს ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯის პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

14 ივლისი 2022

14 ივლისი, 2022 წელი

 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 14 ივლისის N 803647 გადაწყვეტილებით, შპს ქართულ-ამერიკულ საექთნო საზოგადოებრივ კოლეჯს  გაუუქმდა ავტორიზაცია. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე - მიმდინარე წლის 14 ივლისიდან. აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2022 წლის  14 ივლისიდან  5 წლის ვადით შეუჩერდებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.