შეგახსენებთ, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობების გაზრდის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებისა და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების უფლების
მოპოვებისათვის ადმინისტრაციული წარმოების ვადაა 90 კალენდარული დღე.
„პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N 42/ნ ბრძანების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე - „პროგრამაზე მიღების გამოცხადების მიზნით, დაწესებულება, შესაბამისი წლის 1 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, ავსებს ანკეტა-კითხვარს ელექტრონულად.“ გთხოვთ, აღნიშნული ვადები გაითვალისწინოთ 2023 წლის მიღებისათვის დაპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობების გაზრდის,
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილებისა და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების უფლების მოპოვებისათვის ადმინისტრაციული წარმოების ინიცირებები დროულად წარმოადგინოთ ცენტრში შესაბამისი განაცხადებით.
ასევე, შეგახსენებთ, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების, პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის, პროგრამის განხორციელების ადგილის/ფართის ცვლილების, საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის
შედეგების ინტეგრირების უფლების მოპოვებისთვის დაჩქარებული წარმოების ვადაა 45 სამუშაო დღე, რისთვისაც დადგენილია მომსახურეობის საფასურის ორმაგი ოდენობა.