FAQ

გრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ახალი სტანდარტების საჯარო განხილვები

18 ივლისი 2022

მორიგი შეხვედრა, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე უძღვებოდა, საერთაშორისო პროგრამების განმახორციელებელი კერძო სკოლების წარმომადგენლებისთვის , განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა. 


შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტანდარტების შესაბამისობასთან დაკავშირებული ცალკეული გამოწვევების, დაგეგმილი ცვლილებებისა და სტანდარტების შინაარსის შესახებ.


შეხვედრის მონაწილეებს ასევე წარედგინათ განახლებული სტანდარტებისა და პროცედურების პროექტი, რომელიც სკოლების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული და სრულად ითვალისწინებს მოსწავლის ინტერესებსა და საჭიროებებს. 


აღსანიშნავია, რომ საჯარო განხილვებს წინ უძღოდა ორწლიანი ინტენსიური სამუშაო პროცესი, რომელიც ექსპერტთა ჩართულობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით  განხორციელდა.

გრძელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ახალი სტანდარტების  საჯარო განხილვები