მიმდინარე წლის 19 ივლისს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, Zoom-ის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით გაიმართა დიზაინის, სამრეწველო დიზაინის, მოდის დიზაინის და ტექსტილის დიზაინის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა. მოცემულ სხდომაზე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ცენტრის დირექტორისთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემის შესახებ დიზაინის, სამრეწველო დიზაინის, მოდის დიზაინის და ტექსტილის დიზაინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის დამტკიცებასთან დაკავშირებით.