FAQ

მრჩეველთა საბჭოს მესამე სხდომა

26 ივლისი 2022

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დანერგვისა და განვითარების მიზნით შექმნილი მრჩეველთა საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. 


შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც ასახავს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების პროცესს, კრიტერიუმებს, არსებულ მოთხოვნებს, დაგეგმილ აქტივობებსა და შესაძლო გამოწვევებს.
სხდომა ჩატარდა დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების, პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით.


 

მრჩეველთა საბჭოს მესამე სხდომა