FAQ

გამოყენებითი ხელოვნების (ხელნაკეთობის) უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა

26 ივლისი 2022

მიმდინარე წლის 25 ივლისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის საშუალებით, გაიმართა გამოყენებითი ხელოვნების/(ხელნაკეთობის) უმაღლესი განათლების დარგობრივი  საბჭოს სხდომა, რომლის ფარგლებშიც საბჭომ კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა სრული უმრავლესობით   გასცა დადებითი რეკომენდაცია   გამოყენებითი ხელოვნების (ხელნაკეთობის) უმაღლესი განათლების დარგობრივი  მახასიათებლის  ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენასთან დაკავშირებით. 

გამოყენებითი ხელოვნების (ხელნაკეთობის) უმაღლესი განათლების დარგობრივი  საბჭოს სხდომა