FAQ

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

27 ივლისი 2022

მიმდინარე წლის 26 ივლისს, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების
გაძლიერების მიზნით.

 

საკითხის აქტუალობისა და დაწესებულებების მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის დაფიქსირების საფუძველზე, შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - დიპლომის დანართისა და შევსების და პროფესიული მომზადების პროგრამის და პროფესიული გადამზადების პროგრამის სერტიფიკატის დანართის შევსების საკითხები.

 

შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა 100 პირი, გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. დამსწრე პირებს წარედგინათ პრეზენტაციები და გაზიარდა არსებული გამოცდილება შეხვედრის საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ შესაბამისი გზამკვლევები, რომელიც ასევე განთავსებულია ცენტრის ვებ-გვერდზე.

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის