FAQ

აუდიოვიზუალური ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა

27 ივლისი 2022

მიმდინარე წლის 27 ივლისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, აუდიოვიზუალური ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.
 

საბჭოს წევრებმა იმსჯელეს აუდიოვიზუალური ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შესახებ და კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირეს ზემოაღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებას. 

აუდიოვიზუალური ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა