მიმდინარე წლის 27 ივლისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, აუდიოვიზუალური ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა იმსჯელეს აუდიოვიზუალური ხელოვნების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შესახებ და კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირეს ზემოაღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებას.