FAQ

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

16 ოქტომბერი 2014

15 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის „სარეინტეგრაციო საკითხების კონსოლიდაციის თემატური სამუშაო ჯგუფის“ მეცხრე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. სხდომის ორგანიზატორი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იყო. შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტებისა და პროგრამების შესახებ იმსჯელეს.
 
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების აღიარების სამმართველოს უფროსი, ანა მაისურაძე და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ისაუბრა.
 
სხდომის მონაწილეებს საჯარო უწყებებიდან მიეწოდათ განახლებული ინფორმაცია მიმდინარე რეფორმების, მიღწევებისა და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა