ბაღების პირველადი რეგისტრაცია მიმდინარეობს

2 აგვისტო 2022

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დაწესებულებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას, ვალდებულნი არიან  გაიარონ პირველადი რეგისტრაცია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში. 


რეგისტრაციის გავლის ვალდებულება წარმოექმნება ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებას, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე აღნიშნული მიმართულებით ახორციელებდა საქმიანობას.


რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან 2023 წლიდან ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება ექნებათ მხოლოდ რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულ დაწესებულებებს. 

 

რეგისტრაციის პროცესი  2022 წლის 1 ივლისს დაიწყო და  დასრულდება 2022 წლის 31 დეკემბერს. 


რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირების ვიდეო ინსტრუქცია

 

დაწესებულებების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის მოხმარების ინსტრუქცია